"ხარკოვში, რუსეთის საზღვრის მახლობლად, მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია განიხილება" | სინეგუბოვი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია რუსეთის საზღვრის მახლობლად, დასახლებული პუნქტებიდან ადამიანების იძულებით ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს რეგიონზე თავდასხმების რიცხვი გაიზარდა და გასული დღის განმავლობაში მტერმა რეგიონის სულ მცირე 26 დასახლებული პუნქტი დაბომბა. რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 

"ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ ახლა ვიღებთ გადაწყვეტილებას სასაზღვრო დასახლებებიდან ბავშვებისა და მოზარდების შესაძლო იძულებითი ევაკუაციის შესახებ, სადაც ვხედავთ, რომ სამხედრო მდგომარეობა უარესდება“, - აღნიშნა მან.

მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სოფელ ზელენოეს მახლობლად ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი