
ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე დაწერა.
''ლიეტუვა უკრაინის მხარდამჭერ ახალ პარტიას ამზადებს. ეს არის მილიონობით საბრძოლო დანადგარი და ანტიდრონი“, - ნათქვამია ლიეტუვასს თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მან დასძინა, რომ რამშტეინის ფორმატში, ქვეყანა დამატებით ინფორმაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, თავდაცვის მინისტრების შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ წარადგენს.
25 მაისს რამშტეინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. რომელზეც მონაწილეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებსა და ასევე უკრაინელი მფრინავების F-16 გამანადგურებლებზე ისაუბრეს.