რუსული სამხედრო Telegram-არხი უკრაინის სოფელ ნოვოდონეცკოეს დაკარგვას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

რუსულმა Telegram არხმა Rybar, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ გამოცემად ითვლება, დაადასტურა რუსეთის მიერ სამხრეთ ფრონტზე სოფელ ნოვოდონეცკოეს დაკარგვა.

"ვრემიევსკის რაფის აღმოსავლეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის ჯგუფმა მოახერხა რუსული ჯარების გამოდევნა სოფელ ნოვოდონეცკოედან", - წერს რიბარი.

არხის მფლობელები ამტკიცებენ, რომ უკრაინულებმა, ამ შეტევაში პირველად გამოიყენეს გერმანული Leopard-ის ტანკები, ახლა კი ნოვოდონეცკში არის 2 ასეთი ტანკი და 5  სხვა ჯავშანმანქანა.

ცნობისთვის, სოფელი ნოვოდონეცკოე ვულედარიდან აღმოსავლეთით 20 კმ-ში და დონეცკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი