NYT: "აშშ ხედავს უკრაინის კონტრშეტევის ნიშნებს"

გამოქვეყნდა:

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არსებობს მინიშნებები, თითქოს უკრაინამ  კონტრშეტევა წამოიწყო, - წერს New York Times. გამოცემის ცნობით, უკრაინა დუმდა ძირითადი სამხედრო ოპერაციების შესახებ, მთავარი კონტრშეტევის შესახებ, რისთვისაც თვეების განმავლობაში ემზადებოდა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, მხოლოდ ანონიმურობის გარანტიით ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ თავდასხმების ზრდა  შესაძლო ნიშანი იყო იმისა, რომ კიევს დიდი ხნის დაგეგმილი კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ, უკვე დაწყებული აქვს.

ოფიცილაური პირები თავიანთ განცხადებას ნაწილობრივ აშშ-ს სამხედრო თანამგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათი თქმით თანამგზავრებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებიდან აქტივობის ზრდა შენიშნეს. 
კონტრშეტევის ზუსტი დაწყების დადგენის ერთ-ერთი სირთულე, გარდა უკრაინის უსაფრთხოების სწრაფი ზომებისა, არის ის, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება დაიწყოს ყალბი მანევრებით ან დივერსიებით, რომელთა გაშიფვრაც რთულია.

შესაძლო კონტრშეტევის შესახებ ცნობების დადასტურებისას, ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ, თავდაპირველი დარტყმა უკრაინელმა შენაერთებმა დაიწყეს, რათა რუსული ძალების პოზიციისა და ზომის დაადგინონ. 

5 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან ეგრეთ წოდებული კონტრშეტევის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა: "უკრაინის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ სექტორში მიდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, 4 ივნისს დილით დაიწყო".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება  უარყო. 

”ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია და არ ვაკეთებთ კომენტარს რაიმე ყალბზე”, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უსახელო წარმომადგენელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი