"უკრაინა მალე გახდება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი" | ესტონეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა მალე გახდება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და მსოფლიომ შეიძლება კიდევ ასი წლის განმავლობაში ვერ იხილოს დემოკრატიული რუსეთი", - ამის შესახებ ესტონეთს პრეზიდენტი ალარ კარისი საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი ვარიანტი NATO-ში შესვლაა.

''ალიანსში გაწევრიანება ხომ იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ეხმარებიან მას თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში და აგრესორის თავდასხმის შემთხვევაში მის დაცვაში. სწორედ ამიტომ, ვილნიუსში, ნატოს ივლისის სამიტზე, ესტონეთი აპირებს დისკუსიის გახსნას უკრაინის გაწევრიანებაზე'' - ამბობს კარისი.

შეგახსენებთ, უკრაინის პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის, ესტონეთი მეორეა სახელმწიფოსთვის მშპ-ს პროცენტული დახმარების მხრივ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი