"რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო ტერორი უკრაინის წინააღმდეგ, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო ტერორი უკრაინის წინააღმდეგ, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და პარტნიორებს თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი და მნიშვნელოვანი გაძლიერება სჭირდება. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში მყოფ საგარეო საქმეთა, თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანთან (საგარეო მდივანთან) ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ დისკუსიები ''პატრიოტთა სისტემებზე და დიდი ბრიტანეთი ამ დისკუსიების ნაწილია", - თქვა ზელენსკიმ

მისი თქმით, ბოლო კვირებში მას მოლაპარაკებები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან: „იყო პირდაპირი დიალოგი და მიღწეული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები“. 

ზელენსკიმ, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაც აღნიშნა და Storm Shadow-ის რაკეტების გადაცემისა და უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ ისაუბრა. 

პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია NATO-ს  ვილნიუსის სამიტიდან მიიღოს მკაფიო სიგნალი ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ, რადგან „ეს არის ჩვენი არმიის მოტივაციური ფაქტორი“.

როგორც UNIAN წერს, 2 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს ყველა დეტალი უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით.  მისი შემდგომი განვითარება, მიწოდება და წარმოებაა. უკრაინაში საჭიროა რაკეტები. მან ისაუბრა ‘’ პატრიოტის სისტემებსა’’ და თანამედროვე მებრძოლთა კოალიციის შექმნის შესახებ საჭირო მუშაობაზე. 

შეგახსენებთ, რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო ტერორი უკრაინაში. მხოლოდ კიევის თავზე მაისში ჩამოაგდეს სულ 85 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. 2023 წლის მაისში რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 300-ზე მეტი ირანული სერიის კამიკაძე დრონი "შაჰიდი".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი