თავდაცვამ ღამით გაშვებული 35-ვე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები აცხადებს, რომ 6 ივნისის ღამეს რუსები თავს დაესხნენ უკრაინას Kh-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. შეტევა უწყების ცნობით ღამის 00:30 საათზე დაიწყო და დილის 4 საათამდე გაგრძელდა. 

საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე რუსული რაკეტა თავდაცვამ გაანადგურა. 

უწყება ამბობს, რომ თავდასხმა რუსებმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Tu-95ms ტიპის ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენიდან განახორციელეს.

საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ X-101 / X-555 ტიპის რაკეტების უმეტესობა მიემართებოდა დედაქალაქის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი