ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის კაშხალის აფეთქების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. განცხადება ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა გააკეთა. 

"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კახოვკის წყალსაცავის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება", - დაწერა დანილოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინოსტრაციის ცნობით, რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი