კახოვკის კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური სრულად განადგურდა, აღდგენა შეუძლებელია - Ukrhydroenergo

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მ განაცხადა, რომ კახოვკის კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური "მთლიანად განადგურდა ძრავის ოთახის შიგნიდან აფეთქების შედეგად".

Ukrhydroenergo-მ თქვა, რომ ქარხნის აღდგენა შეუძლებელია. კომპანიის ვარაუდით ჰესის რეზერვუარი მომდევნო 4 დღის განმავლობაში სრულიად დაიცლება წყლისგან.

"6 ივლისის 9:00 საათისთვის წყლის დონე კახოვკის რეზერვუარში ძალიან სწრაფად კლებულობს. დატბორვის საშიშროების ქვეშ მყოფი უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

წყალსაცავის დონის უკონტროლო კლება დამატებითი საფრთხეა დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის," - წერს კომპანია. 

მათივე ცნობით, კახოვსკის ჰესი უმნიშვნელოვანესი იყო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემებისთვის. 

კაშხლის შეკეთება რომ შეუძლებელია, ამას ოკუპირებულ ნოვა კახოვაკში რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ მერი, ვლადიმერ ლეონტევიც ამბობს.  ლეონტევის თქმით, ჰესზე განხორციელებულმა თავდასხმამ ღამით "კარიბჭის სარქველები" დააზიანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი