კაშხლის აფეთქება ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის უკრაინის სამხრეთს - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

"მსოფლიომ ამას უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ. არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებით", - თქვა შმიგალმა.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, დატბორილი ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. კერძოდ მისი ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა ქალაქ ხერსონის ოსტრივის მიკრორაიონიდან, ასევე ევაკუაციის მატარებლები მობილიზებულია მიკოლაევში.

უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი