კახოვკას ჰესის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს - შოლცი

გამოქვეყნდა:

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს ომში - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსების მიერ, ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით.

"ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ხვდებოდა. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, - თქვა მან ტელეკომპანია WDR-თან ინტერვიუში.

რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი