ოკუპანტებმა თავიანთი დანაღმული ჰესი თვითონვე ააფეთქეს - ზელენსკი კახოვკაზე

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან - დაბომბვით - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა "ბუქარესტის ცხრიანის" სამიტზე ვიდეოჩართვისას, სადაც კახოვკას ჰესის აფეთქებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის დანაღმული იყო. 

ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი დანაღმული ჰესი თვითონვე ააფეთქეს

"რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ - იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში თქვენთან, ჩვენს ევროპასთან და მთელ მსოფლიოში." თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ დღეს, 6 ივნისს რუსეთმა ოკუპირებული ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქა. ხერსონის ოლქი კატასტროფის წინაშეა. მილიონობით ტონა წყალი ახლა ფრონტისპირა რეგიონს  დატბორვით ემუქრება, მათ შორის ქალაქ ხერსონსაც. 

აღსანიშნავის, რომ უკრაინის ხელისუფლება თვეებით ადრე საუბრობდა იმაზე, რომ რუსები ხერსონის წყალსაცავის აფეთქებით და რეგიონის დატბორვით შეეცდებოდნენ  უკრაინული არმიის შეკავებას. 

დატბორვის მასშტაბები ჯერაც ზუსტდება. რუსი ოკუპანტების ეს დივერსია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, უკვე შეფასდა როგორც ომის დანაშაული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი