
უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის ნაწილობრივ განადგურების გამო, დატბორილი ტერიტორიებიდან 17 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
"40 000-ზე მეტი ადამიანი დატბორვის საფრთხის წინაშეა" - ამბობს კოსტინი.
კოსტინის თქმითვე, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მდინარე დნეპროს მხარეს 25 000 ადამიანის ევაკუაცია უნდა მოხდეს.