უკრაინა და ჩეხეთი T-64 ტანკებს ერთობლივად შეაკეთებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახელმწიფო კონცერნმა და ჩეხეთის სახელმწიფო კომპანია VOP CZ-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს უკრაინული T-64 ტანკების ერთობლივი შეკეთების შესახებ.

"ჩეხეთი მხარს უჭერდა და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვაძლევთ საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, ვამზადებთ უკრაინელ სამხედროებს და ახლა ჩვენ ასევე დავეხმარებით უკრაინული ტექნიკის შეკეთებაში“, - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ.

აღჭურვილობის შეკეთება და მოდერნიზაცია VOP CZ-ის ერთ-ერთ საწარმოში ქალაქ ნოვი ჯიჩინში ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ მოხდება და Ukroboronprom-ის სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი