
"რუსული სისასტიკის ახალი დონე" - ასე შეაფასა უკრაინაში ჰიდროელექტყროსადგურის აფეთქება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Reuters-თან ინტერვიუში.
”კახოვკას ჰიდროელექტრო კაშხლის განადგურებით, რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღეს უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ თავდასხმას. ეს წარმოადგენს რუსეთის სისასტიკისს ახალ დონეს და შესაძლოა ეს იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, - თქვა მან.
როგორც ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, კაშხლის განადგურებამ საფრთხე შეუქმნა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.
„ამ აქტით რუსეთის ფედერაცია ასევე აგრძელებს თავის დაუფიქრებელ ბირთვულ თავგადასავალს, რაც საფრთხეს უქმნის ატომური სადგურის (ZNPP)-ის უსაფრთხოებისა და მისი უსაფრთხოების სისტემების გამართულ ფუნქციონირებას“, - თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინასთან კონტაქტშია, რათა გაარკვიოს რა დახმარებაა საჭირო.
ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქებას, NATO-ს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა: "აღმაშფოთებელი აქტი, რომელიც ახასიათებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სისასტიკეს".
ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ინტენსიურად მუშაობს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოში არსებული მდგომარეობის ზუსტი სურათის დასადგენად.