"რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგები ერთ კვირაში გაირკვევა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს, 6 ივნისს განაცხადა, რომ ტერორისტული ქვეყნის, რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა.

„ძალიან რთული სიტუაციაა. გვესმის, რომ 35-დან 80-მდე დასახლება დაიტბორება. გვესმის, რომ დიდი პრობლემები იქნება, ამიტომ ჩვენ მოვამარაგებთ სასმელი წყლით იმ ტერიტორიებს, რაც ჯერ არ დატბორილა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საუბარია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებზე. მისი თქმით, ტრაგედიის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში, მაშინ გაირკვევა, „როცა ტერიტორია წყლისგან დაიცლება''. 

''გაირკვევა რა დარჩა და რა გადარჩა,. პარალელურად ყველა გუნდი მუშაობს... მათ [რუსმა ოკუპანტებმა] წინასწარ დანაღმეს ტერიტორია და ეს საკუთარი ხელით გააკეთეს. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული კლასიფიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირთან, ნატოსთან, ეუთოსთან, ასევე მივიღებთ რჩევებს [გაეროს] უშიშროების საბჭოსგან.  ჩვენ ასევე მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი