რუსული ტერაქტი და კახოვკას ჰესის აფეთქება | ეკოლოგიური კატასტროფა უკრაინაში

გამოქვეყნდა:

80-მდე დატბორილი დასახლებული პუნქტი, ევაკუირებული ქალაქები, უწყლოდ დარჩენილი ყირიმი და საფრთხე, რომელიც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გამაგრილებელ სისტემას ექმნება - ასეთია უკრაინის ყველაზე დიდი წყალსაცავის კახოვკის კაშხლის აფეთქების პრიველადი შედეგები.

საბჭოთა პერიოდში აშენებულ გიგანტურ კაშხალს, უკვე ერთი წელია, რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ და მისი დაბომბვა და გარედან აფეთქება შეუძლებელია - რუსეთი კი „მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბის ამოქმედებაზე გადავიდა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკისმ. 

"კახოვკას კაშხლის განადგურება კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს, საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს”, - უკრანის სამხრეთში მომხდარ დივერსიას NATO-ს გენერალური მდივნის მყისიერი რეაქცია მოჰყვა.

"ეს ტერორისტული აქტი სრულიად ცვლის ომის განზომილებას", - ამის შესახებ კი განცხადებას ოლაფ შოლცი აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი