
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ შეუძლებელა რუსების მიერ განადგურებული კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა, ან ახალი კაშხლის აშენება ხერსონის რაიონში, სანამ უკრაინის სამხრეთი ოკუპანტებისგან არ გათავისუფლდება.
„ახალი კახოვკას ჰესის მშენებლობა ან ამ ჰიდროელექტროსადგურის სრული შეკეთება მოხდება ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩვენ დავამარცხებთ მტერს. ეს სერიოზულად იმოქმედებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ხერსონის რეგიონისა და ყირიმის ყველა სასიცოცხლო მხარდაჭერაზე,”- თქვა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, დაიტბორება თუ არა უკრაინის ნაწილი, სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გაათავისუფლებენ ხერსონის ოლქს, ყულებამ დადებითად უპასუხა.