"ტერორისტული თავდასხმა, რომელიც რუსეთის გენოციდის ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ" | ზელენსკი ჰესის აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

"რუსებმა ძირი გამოუთხარეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლებს - ეს არის მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა, რომელიც რუსეთის გენოციდის ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 

მანვე აღნიშნა, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზანია მთელი უკრაინის, მისი მოქალაქეების და ყველაფერი უკრაინული განადგურება.

''როდესაც მტერი ახორციელებს ასეთ აგრესიას, როდესაც ის იყენებს ასეთ გენოციდურ ტაქტიკას, მხოლოდ ჩვენი ხალხის ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი მტრის შეჩერება. და ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ რუსეთს! ჩვენ განდევნით მას ჩვენი მიწიდან და პატივს ვცემთ უკრაინის თავისუფლებას, თითოეული ადამიანის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის, სხვადასხვა დროის ყველა გმირის ხსოვნას, რომლებიც ერთნაირად ოცნებობდნენ, რომ უკრაინელებს თავისუფლად ეცხოვრათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 

შეგახსენებთ 6 ივნისს გამთენიისას, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შედეგადაც უკრაინის სამხრეთში უზარმაზარი ტერიტორია დაიტბორა, საიდანაც ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი