
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგგბოვის ინფორმაციით, ორ დღეში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანის რაიონში ამიაკის მილსადენი ხელმეორედ დაბომბეს.
"რუსმა ოკუპანტებმა მეორედ დაბომბეს ამიაკის მილსადენი კუპიანის რაიონში. სულ 6 ფრენა დაფიქსირდა სატუმბი სადგურის მიდამოში სოფელ მასიუტივკას მახლობლად" - წერს სინეგუბოვი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჰაერში ამიაკი არ დაფიქსირებულა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.