"ვაცნობე კახოვკას ჰესზე რუსული ტერორისტული აქტის მასშტაბური შედეგების შესახებ" | ზელენსკი რაფაელ გროსს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსს ესაუბრა.

როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მას კახოვკა ჰესის კაშხალზე რუსული ტერორისტული აქტის შესახებ აცნობა. გარდა ამისა, შეთანმხდნენ გროსის უკრაინაში ვიზიტზე.

"სატელეფონო საუბრისას ვაცნობე IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს კახოვკა ჰესის კაშხალზე რუსული ტერორისტული აქტის მასშტაბური შედეგების შესახებ. ჩვენ განვიხილეთ გზები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის რისკების შესამცირებლად. შევთანხმდით ბატონი გროსის უკრაინაში ვიზიტზე", - წერს ზელენსკი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი