"წლის დონემ 3,5 მეტრს მიაღწია... ყველაზე რთული სიტუაცია ხერსონის რაიონშია" | ალექსეი კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსეი კულებას თქმით, ყველაზე რთული ვითარება ხერსონის რაიონშია, სადაც წყლის დონემ 3,5 მეტრს მიაღწია და ათასზე მეტი სახლი დატბორა.

კულებას თქმით, მიმდინარეობს სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები. კერძოდ, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ექიმები, სამართალდამცავები, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. 

"ყველაზე რთული ვითარება  ქალაქ ხერსონის კარაბელის რაიონში შეიქმნა.  ამ დროისთვის წყლის დონე 3,5 მეტრით გაიზარდა. დაიტბორა 1000-ზე მეტი სახლი", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ევაკუაცია ხვალ და უახლოეს დღეებში, ავტობუსებითა და მატარებლებით გაგრძელდება, ზუსტი საათების შესახებ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას ეცნობება.

"საევაკუაციო პუნქტებზე არის საკვების პაკეტები და სასმელი წყალი. მუშაობს სოციალური სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, უზრუნველყოფილი იყოს სასმელი წყლით და საკვებით", - დასძინა კულებამ.

მან ასევე დაამატა, რომ საცხოვრებელი ფართი ეძლევა ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ასევე დაზარალებულებს ნაღდი ანგარიშსწორებითაც გაუსწორდებიან.

მისი ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრებთა უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია და გაზის მიწოდება ნაწილობრივ შეწყდა.

დაზუსტებულია, რომ ხალხის დასახმარებლად ხერსონის რეგიონში ქვეყნის ყველა რეგიონიდან იგზავნება ნავები,  სატვირთო მანქანები, ავტობუსები, წყლის გამწმენდი დანადგარები და სხვა აღჭურვილობა.

ასევე მნიშვნელოვანია. დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის რეგიონებში ვითარება სტაბილურია. 

შეგახსენებთ, 6 ივნისს, გამთენისას რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას კაშხლის დამბა ააფეთქეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი