
რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის თქმით,სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ დატბორვის შედეგად.
"ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე ევაკუირებული იქნა წყალდიდობის ზონებიდან, რომლებიც აღარ არსებობს - კუნძულებიდან. იქ მწყემსები იყვნენ... დაახლოებით შვიდი ადამიანი, რომელსაც დანამდვილებით ვიცნობთ", - ციტირებს ინტერფაქსი.
ლეონტიევის თქმით, ხერსონის ოლქის 4 დასახლება თითქმის მთლიანად დატბორილია.