
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, აშკარაა, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა სამხრეთ ხერსონის რეგიონში არის "უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგი".
მისი თქმით, გაეროს არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რათა დამოუკიდებლად გადაამოწმოს მიზეზი.
"ჩვენ ყველამ ვნახეთ ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ უკრაინის ხერსონის რეგიონში.
დღევანდელი ტრაგედია არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა საზარელი ფასი აქვს ომს ადამიანებზე. თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს", - თქვა გუტერეშმა.
მისივე განცხადებით, საპასუხოდ გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები უსწრაფეს დახმარებას გაუწევენ უკრაინას სასმელი წყლის, წყლის გამწმენდი საშუალებისა და სხვა საჭიროებების ჩათვლით.