ტერორისტული აქტი რომ დავარქვათ, უნდა იყოს ორგანოს გადაწყვეტილება - ვოლსკი კახოვკაზე

გამოქვეყნდა:

ამას ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ ან სამხედრო წესების სტანდარტს. აქედან გამომდინარე მიმართა საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს, რაც სხვათა შორის მოლდოვას არ გაუკეთებია.

[...]

რა გავაკეთო, სანამ საშენოს არ ვიტყვი რამეს არ მომეშვები? მითხარი, პასუხი გაგეცი რამდენი ხანი ვილაპარაკო. არის განცხადება და ადამიანები ლაპარაკობენ უფრო მეტ განცხადებაზე, უფრო მეტი სიმწვავის შემოტანაზე. ამაზე მეტი სიმწვავე აღარ არსებობს.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ტერორისტული აქტი რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას ჰესის აფეთქება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი