რუსეთის თავდაცვა უკრაინას ამჯერად ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის აფეთქებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ამჯერად  ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის აფეთქებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ  5 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით 21:00 საათზე, ხარკოვის რაიონის სოფელ მასიუტოვკას მიდამოებში, "უკრაინულმა დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა ძირი გამოუთხარა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენს".

„ამჟამად უკრაინის ტერიტორიიდან ამიაკის ნარჩენების გადინება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 

ორშაბათს, 5 ივნისს, ხარკოვის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კუპიანსკის რაიონში ამიაკის მილსადენი დააზიანეს. მოგვიანებით, სინეგუბოვმა განაცხადა, რომ „ქალაქ კუპიანსკში ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ჰაერში ამიაკი არ არის“, ხოლო ადგილზე მომუშავე სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, კუპიანსკში საშიში ნივთიერებების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებისთვის უკრაინას ჯერ არ უპასუხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი