შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც უკრაინაში იარაღის რეექსპორტის საშუალებას იძლევა

გამოქვეყნდა:

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უკრაინაში იარაღის რეექსპორტზე ცვლილებას მხარი დაუჭირა.

„ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ სამხედრო აღჭურვილობას, უნდა მიეცეთ უფლება, გარკვეულ პირობებში, განახორციელონ მისი რეექსპორტი შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებში“, - ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 22-მა დეპუტატმა, 17 წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.

ცვლილების მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც ყიდულობენ შვეიცარიულ იარაღს, კვლავ მოუწევთ ხელმოწერა რეექსპორტის აკრძალვის დეკლარაციაზე, თუმცა მისი ვადა შესაძლოა 5 წლით შეიზღუდოს. რეექსპორტი კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არღვევენ ადამიანის უფლებებს და არ იყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

1-ელ ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, აღნიშნულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, ზედა პალატის კენჭისყრის შემდეგ კი ცვლილებებს კვლავ განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი