წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, პოლონეთმა უკრაინას წყლის ავზები და ამოსატუმბი ხელსაწყოები გადასცა

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა უკრაინას რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოსატუმბად, 10 წყლის დიდი ავზი და 10 მაღალი ხარისხის ტუმბო გადასცა. ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ Twitter-ზე განაცხადა.

„დასახლეული ტერიტორიების დრამატული მდგომარეობის გამო მას შემდეგ,  რაც რუსეთმა ნოვა კახოვკაში კაშხლის დამბა ააფეთქა, მე და პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გადავწყვიტეთ უკრაინაში გადაგვეტანა 18 000 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი და 10 მაღალი ხარისხის ტუმბო“, - ნათქვამია მარიუშ კამინსკის განცხადებაში.

შსს-ს ხელმძღვანელმა პოლონეთის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, 6 ივნისს კაშხლის აფეთქების შემდეგ კახოვკაში უზარმაზარი ტერიტორია დაიტბორა, რომელსაც 6 წელზე მეტია რუსები აკონტროლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი