ძლიერი ხანძარია რუსეთში, შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში

გამოქვეყნდა:

რუსეთში, შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია. უკრაინული მედიის ცნობით, 7 ივნისს ბელგოროდის ოლქში, შებეკინოში ხანძარი საღებავებისა და ლაქების ქარხანაში გაჩნდა.

„ხანძრის წყაროდან 30 კილომეტრში უზარმაზარი კვამლის სვეტი ჩანს, ინდუსტრიული ზონა საღებავებს და ლაქებს, პლასტმასებს, სინთეტიკურ ფისებს აწარმოებს',' - წერენ თვითმხილველები ტელეგრამში. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს: "40-ზე მეტი ჭურვი მოხვდა ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, 20 კი სავარაუდოდ "ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაფრინდა". ის მომხდარში უკრაინელებს ადანაშაულებს. 

7 ივნისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მეშვიდე დღეა ისინი ბელგოროდის რეგიონის ნოვაია ტავოლჟანკას მთლიანად აკონტროლებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი