
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. მან კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა დაგმო და ქვეყანას სასწრაფო დახმარებას დაჰპირდა.
"პრეზიდენტ ზელენსკის გამოვუცხადე ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს კახოვკას კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში გამოგიგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა მაკრონმა.
მხარეებმა რუსი დამპყრობლების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს. ზელენსკიმ მაკრონთან საუბარი არსებითად შეაფასა.
პრეზიდენტებმა კახოვსკას ჰესზე მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
''განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, გავაგრძელოთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს, NATO-ს ვილნიუსის სამიტისგან მოლოდინები გვაქვს და რისთვისაც ვემზადებით კიდეც“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც მაკრონმა საუბრის შემდეგ დაწერა, საფრანგეთი უკრაინას დახმარებას რამდენიმე საათში გაუწევს.