ხერსონის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შესახებ პირველი ცნობები ვრცელდება

გამოქვეყნდა:

რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ პირველი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ოლეშკის მერი, ევგენი რიშჩუკი საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 3 ადამიანი.

მერი ამბობს, რომ საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებზე მყოფი ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. მისი თქმით, ქალაქი 90%-ით დატბორილია, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს.

ტატიანა გასანენკომ თქვა, რომ რუსები ხალხს სთავაზობენ წასვლას მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი