დონეცკის რაიონში რუსებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის  გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 4 ბავშვი. 

"7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე... [რუსების] თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი - ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის [ბავშვებმა]  სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს" - წერია განცხადებაში

რუსული თავდასხმის შედეგად 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი