მიკოლაივის რეგიონში წყალდიდობის შედეგად ერთი პირი დაიღუპა - პოლიციის უფროსი

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის რაიონის პოლიციის უფროსი, სერგეი შაიხეტი აცხადებს, რომ კახოვკის ჰიდრეოელექტროსადგურის აფეთქების შედეგად წყალდიდობის გამო რაიონში კაცი დაიღუპა. 

მისი თქმით, კაცმა სოფელ ვასილიევკადან ევაკუაციაზე უარი თქვა.

"ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო დაიტბორა მიკოლაევის რაიონის სნიგირევსკაიას, შიროკოვსკაიასა და გოროხოვსკაიას თემების ტერიტორიები. ამ დროისთვის ერთი მსხვერპლი გვყავს - 53 წლის მამაკაცი სოფელ ვასილიევკადან, რომელმაც გუშინ ევაკუაციაზე უარი განაცხადა", - დაწერა მან ტელეგრამზე.

მისივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი