რუსეთმა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინის წინააღმდეგ კაშხლის აფეთქების საქმეზე

გამოქვეყნდა:

რუსეთმა მიმართა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) უკრაინის წინააღმდეგ ბრალდებებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის სავარაუდო განადგურებაზე "მასიური საარტილერიო დაბომბვით".

რუსეთი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, განაცხადა, რომ კიევმა სავარაუდოდ, დაბომბვამდე წყალსაცავში წყლის დონე მაქსიმუმამდე აიწია.

"კიევის რეჟიმმა არა მხოლოდ მასიური საარტილერიო დარტყმები განახორციელა კაშხალზე 6 ივნისის ღამეს, არამედ მიზანმიმართულად აწია წყლის დონე კახოვკას წყალსაცავში კრიტიკულ დონემდე, - განუცხადა ICC-ს რუსმა დიპლომატმა ალექსანდრე შულგინმა.

6 ივნისს უკრაინამ ასევე მიმართა ICC-ს რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ასეთი ძლიერი სტრუქტურის განადგურება არტილერიით გარედან შეუძლებელია, ასეთი მასშტაბის განადგურებისთვის აფეთქება შიგნიდან უნდა მომხდარიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი