
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, კრასნოიარუჟსკის რაიონში უკრაინის შეარაღებული ზალები დრონებით თავს დაესხნენ ორ დასახლებას.
მისივე თქმით, სოფელ ვიაზოვოეში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელმაც ჭრილობები კუდურებისა და გულმკერდის არეში მიიღო. გუბერნატორი ამბობს, რომ დაშავებული თავად მივიდა რაინულ საავადმყოფოში.
გლადკოვი ამბობს, რომ სოფელ სტაროსელიეში ინფრასტრუქტურულ საკომუნიკაციო ობიექტზე იყო თავდასხმა.