ლუკაშენკოს თქმით, კახოვკას ჰესი უკრაინამ ააფეთქა

გამოქვეყნდა:

ალბათ გამოიცნობთ, ვინ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. 

მისი მტკიცებით, უკრაინამ ეს კონტრშეტევის "წარუმატებელი დასაწყისის" გადასაფარად გააკეთა.

"გასაგებია, რომ უკრაინულ მხარეს "კონტრშეტევის" სამი დღის დამალვა მოუწია, სადაც განადგურდა თითქმის ორასი ჯავშანტექნიკა და დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი. ამიტომ, კახოვკა. კახოვკას შემდეგ ამის შესახებ [ზარალზე] აღარავინ ლაპარაკობს, მაგრამ თქვენ ხედავთ ყველაფერს.

და თქვენ ხედავთ, როგორი ფრთხილი პოზიცია დაიკავა შეერთებულმა შტატებმა. მათ მაშინვე თქვეს: ”ჯერ ვერ ვიტყვით, ვინ გააკეთა ეს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, დაფიქრდით, რატომ მოხდა ეს?" ამბობს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პასუხისმგებელი რუსეთია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი