ჟიტომირის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.
სარაკეტო იერიშის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაინგრა 6 საცხოვრებელი სახლი, ათობით კი დაზიანდა.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვამ ერთი რაკეტა ჩამოაგდო. ქალაქ ზვიაგელში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 1 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 12 კი დაზიანდა.