ლატვია უკრაინას კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად კრიზისის დასაძლევად 200 000 ევროთი დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ლატვიის პრემიერმინისტრის კრიშიანის კარინშის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში 200 000 ევროთ დაეხმარება.  

"ლატვია ურყევი რჩება უკრაინისადმი მხარდაჭერაში. დღეს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით, გადაწყვიტა უკრაინას გამოეყოს 200 000 ევრო, რათა დაეხმაროს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში", - წერს კარინშმა Twitter-ზე.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ალიანსის ქვეყნებს, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ უკრაინას კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის გამო. ევროკავშირმა გამოიყენა სამოქალაქო დაცვის მექანიზმი უკრაინას დახმარებისთვის. პირველი წვლილი უკვე შეიტანეს გერმანიამ, ავსტრიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა, ასევე ჩეხეთმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი