მოვიპოვეთ აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰესი რუსებმა ააფეთქეს - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს რომ კახოვკის ჰესი რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს. უწყებამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ განიხილავს, სავარაუდოდ ორი რუსი სამხედრო კაშხლის აფეთქებას.

"მათ (უკრაინამ) არ ააფეთქა. იქ ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყო. მათ უნდოდათ რომ ხალხი შეეშინებინათ ამ ჰესით. თუმცა, ეს გეგმის მიხედვით არ მოხდა, მოხდა უფრო მეტი ვიდრე დაგეგმილი იყო," - ამბობს ერთ-ერთი კაცი აუდიოჩანაწერში. 

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რუს ოკუპანტებს უნდოდათ, რომ კახოვკის აფეთქებით უკრაინა დაეშანტაჟებინათ.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსებებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, წყალმა დასახლებების დატბორვა დაიწყო, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყლის დაღვრა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასაც. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი