გაწბილებულები ვართ, რომ ციხეში ნიკა გვარამიას ნახვის საშუალება არ მოგვეცა - CPJ-ს საგანგებო საქმეთა დირექტორი

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს პასუხი იუსტიციის სამინისტროსგან, ისინი მაინც ჩავიდნენ რუსთავის ციხესთან, რათა მხარდაჭერა ადგილზე გამოეხატათ.

"ძალიან გაწბილებულები ვართ, რომ ნიკას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა ციხეში. ჩვენთვის პატივია ნიკას მეუღლესთან და მის ადვოკატთან ერთად აქ ყოფნა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფი ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში და ასევე პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პატიმართა სიაშია შეყვანილი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სხვა რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს აპრილში და მოუწოდა მას, ისევე როგორც საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ამ მოწოდებას. როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტია დაპატიმრებული, ეს ცუდ სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ ქვეყნის სხვა ჟურნალისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკური შურისძიება მისი დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო", - განაცხადა ლუსი ვესკოტმა.

ადგილზე იმყოფებოდა ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი და იურისტი, თამთა მურადაშვილი. ლუსი ვესკოტმა ადგილზე ადგილზე საგანგებო განცხადებაც წაიკითხა:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი