შონ პენი თბილისშია - მსახიობი ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ს დახურავს

გამოქვეყნდა:

მსახიობი შონ პენი თბილისშია. ის 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ს დახურავს. ბოლო პანელის მთავარი თემა იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია. 

ომის დაწყების შემდეგ შონ პენი სამჯერ იმყოფებოდა უკრაინაში. მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა და უთხრა, რომ ჯილდო გამარჯვების შემდეგ დაებრუნებინა.  შონ პენი კრემლის სისხლიან რეჟიმზე და უკრაინის ოკუპაციაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. 

ამბის თხრობის ფესტივალი ZEG თბილისში 8-10 ივნისს იმართება.

ფოტო: ნანა საჯაია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი