რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში საავადმყოფო დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქი გულიაიპოლის საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ასევე ორი ადამიანი. 

"რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გულიაიპოლის საავადმყოფოს. ცნობილია საავადმყოფოს ორი გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ", - წერს ერმაკი.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა უმცროსი მედდა და სანტექნიკოსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი