კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად წყალდიდობის გამო 4 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება - უკრაინის შსს

გამოქვეყნდა:

კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. 

კლიმენკოს ცნობით, რეგიონიდან ჯამში 2 412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

"2 412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 4 ადამიანი მოკვდა, 11 დაშავდა ევაკუაციის დროს განხორციელებული დაბომბვის დროს. 13 კი დაკარგულად ითვლება. 

ნიკოლაევის რეგიონში 23 დასახლებაა დატბორილი. მოხდა 825 ადამიანის ევაკუაცია. ერთი ადამიანი მოკვდა", - თქვა კლიმენკომ. 

მისივე ცნობით, 48 დასახლება დაიტბორა ხერსონის რეგიონში, მათგან 34 (3 625 სახლი) უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 - დროებით ოკუპირებულ რეგიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი