ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები ზოგან 1 200 მეტრით დაწინაურდნენ - ჩერევატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური სარდლობის წარმომადგენელი, სერგეი ჩერევატი ამბობს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულების ზოგიერთ რაიონში გასული დღის განმავლობაში, ანუ 8 ივნისს, მტერი 1,2 კილომეტრით დახიეს უკან.

"ვისარგებლეთ იმით, რომ მტერი ატარებს როტაციულ ზომებს, შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან რელიეფი, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვა და კოორდინაცია, ჩვენ დავარტყით და რამდენიმე დღეა ვაწარმოებთ თავდასხმის ოპერაციებს. წინა დღის განმავლობაში ჩვენი ქვედანაყოფები ზოგიერთ რაიონში ზოგადად 1200 მეტრამდე დაწინაურდნენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს", - თქვა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსები ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას და უკრაინულ ნაწილებს საარტილერიო ცეცხლს უხსნიან.

სარდლობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ დღეების განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ქვემეხი და სარაკეტო არტილერია 368-ჯერ იქნა გამოყენებული, მოხდა 15 შეტაკება და 5 საჰაერო იერიში. ამავე დროს, დაიღუპა 120 რუსი სამხედრო, 163 დაიჭრა, 11 ტყვედ ჩავარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი