კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც აღინიშნა, რომ კანადა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
„დღეს, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, დავაფიქსირეთ კანადის მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისადმი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის, იგორ ჟოვკვას განცხადებით, კანადა გახდა მე-20 სახელმწიფო, რომელმაც უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი.