უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, კახოვკას ჰესის აფეთქების შემდეგ, რუს ოკუპანტებს საბრძოლო დანაყოფები ფრონტის სხვა რაიონებში გადაჰყავთ. ჰანა მალიარის თქმით, სწორედ ეს იყო ჰესზე რუსების მიერ განხორციელებული ტერაქტის მიზეზი.
"აშკარა ხდება რუსების მიერ კახოვკას ჰესის დანგრევის მიზანი. საკუთარი დანაკარგებისა და შეზღუდული რეზერვების გათვალისწინებით რუსებმა გაიაზრეს, რომ შეუძლებელია უკრაინის შეტევის შეკავება, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ გადაწყვიტა, შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებების შესაძლო გეოგრაფიის "შევიწროება".
ცხადია, კახოვკას ჰესის დანგრევა, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის აღკვეთის მიზნით განხორციელდა", - თქვა მალიარმა.
როგორც მან აღნიშნა, კახოვკას ჰესის განადგურებით რუსეთი ცდილობს გადაიტანოს უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილი და რესურსები ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის აღმოსაფხვრელად, რითიც "შეუძლებელი გახდება ოკუპირებული ტერიტორიების მარცხნივ გათავისუფლება".