"დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე დეოკუპირებულია" | გერაშენკო

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე უკრაინული არმიის მიერ დეოკუპირებულია. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.

უკრაინის გენშტაბს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

"ჯარისკაცები აღნიშნავენ, რომ ოპერაციის დროს მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დატყვევება. ველოდებით გენერალური შტაბის ოფიციალურ შეტყობინებებს", - წერს გერაშენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი