რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის ხომალდს საზღვაო დრონებით შეუტია

გამოქვეყნდა:

რუსეთის  თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავი ზღვის ფლოტის გემ Приазов'я-ს თავს უკრაინის შეიარაღებული ძალების 6 საზღვაო უპილოტო კატარღა დაესხა.  

"დღეს მოსკოვის დროით დაახლოებით 01:30 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებლად დაესხნენ თავს შავი ზღვის ფლოტის გემ  "Приазов'я" ექვსი ჩქაროსნული უპილოტო საზღვაო ნავით, რომელიც სიტუაციის მონიტორინგის დავალებას ასრულებს" - აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, ყველა საზღვაო თვითმფრინავი რუსული გემის სტანდარტული იარაღის ცეცხლით განადგურდა. შემთხვავს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

რუსები ასევე აცხადებენ, რომ ამ პერიოდში, ისევე როგორც წინა მსგავსი თავდასხმების დროს, აშშ-ს საჰაერო ძალების სტრატეგიული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4B Global Hawk ახორციელებდა დაზვერვას შავი ზღვის ცენტრალური ნაწილის საჰაერო სივრცეში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი