Baza: დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

რუსული ტელეგრამ არხის, Baza-ს ცნობი, დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა სატვირთო ლოკომოტივი. 

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება დაახლოებით 16 საათზე მოხდა.

ყირიმის ე.წ ხელმძღვანელმა აქსიონოვმა განაცხადა, რომ "მატარებლების მოძრაობა ამ ტერიტორიაზე შეჩერებულია. მგზავრებისთვის მოეწყობა ავტობუსების ტრანსფერი".

აფეთქება მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი