მსოფლიო უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინში და ვითარება რუსეთში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მთელი მსოფლიო უკრაინული კონტრშეტრევის მოლოდინშია - დასავლური შეიარაღება, ათობით ათასი ნატოს სტანდარტებით გადამზადებული სამხედრო და რაც მთავარია ბრძოლის სურვილი, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე კვირაა ზედაპირზე დევს, თუმცა უკრაინის გენშტაბის წინა თვეების გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპერაცია არ იქნება არც პროგნოზირებადი და არც სწორხაზოვანი, არამედ პირიქით - მოულდონელი, გამბედავი და არასტანდარტული. ამ კონტერშეტვის რუსეთს რომ ნამდვილად ეშინია, ჩანს როგორც კახოვკის კაშხლის აფეთქებაშიც, რომ თუნდაც ამის ფასად უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს, და ჩანს კრემლის კულისებში განვითარებული პროცესებითაც.

უკრაინაში პუტინის სამხედრო ავანტიურის ჩავარდნის შემდეგ მისი რეჟიმის დამხობის, ან შეცვლის რისკი იმდენად მაღალი გახდა, რომ ყველამ, ვისაც ამისი ფული და ამბიცია ჰქონდა, კერძო არმიის ფორმიერება დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" თუ აქამდე ერთი იყო, და მეორე კადიროვის გვარდია, ახლა მათი მსგავსო სამხედრო-კრიმინალური წარმონაქმნი რამდენიმე ათეულია. და არც ერთი მათგანის პრიორიტეტი არ არის პუტინის სისხლიანი ომი, უფრო პირიქით - ქვეყნის შიგნით პოზიციების იმგვარად გამყარება, რომ როცა დრო მოვა, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გამოიყენებენო.

ეს ტენდენცია იმდენად მაშტაბური გახდა, რომ თავდაცვის უწყებამ დღეს კატეგორიულად მოსთხოვა ასეთ კომპანიებს გენშტაბში დარეგისტირდნენ. რაზეც პრიგოჟინმა ასევე კატეგორიული უარი განაცხადა. ერთი სიტყვით, ის რაც უკრაინაში გარდაუვალი მარცხის შემდეგ რუსეთს ემუქრება, გაურდაუვალი ქაოსია. მაგრამ მეორე საკითხია, რითი ემუქრება ეს ქაოსი საქართველოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი